დავბანოთ თუ არა ბავშვი, როცა ტემპერატურა აქვს?

დავბანოთ თუ არა ბავშვი, როცა ტემპერატურა აქვს?

     როცა პატარას სურდო და სიცხე აქვს, მშობელი ყოველთვის შფოთავს. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბავშვს შევუმსუბუქოთ ავად ყოფნის პერიოდი?

პირველ რიგში, დედებმა უნდა მართონ ემოციები, შეინარჩუნონ სიმშვიდე, რადგან მათი განწყობა პირდაპირპროპორციულად აისახება შვილებზე.

თუ პატარას ტეპერატურა აქვს:

  •  არ ჩააცვათ თბილად – თავისუფალი, ნატურალური მასალის სამოსი შეურჩიეთ;
  •  ნუ დააძალებთ ბოლომდე მიირთვას ულუფა – უმადობა გაციებას ახლავს თან, დასჯერდით იმას, რასაც პატარა თავისი სურვილით მიირთმევს;
  • ნუ მოაკლებთ სუფთა ჰაერს – ხშირად გაანიავეთ ოთახი, ვირუსი ოთახში ტრიალებს და ამ დროს ჰაერის გამოცვლა აუცილებელია;
  •  არ თქვათ უარი ბავშვის ბანაობაზე – სიცხიანი ბავშვი ხშირად ოფლიანობს, ფორები რომ ჭუჭყით ივსება, კანი კარგავს სუნთქვის ფუნქციას.

   თუ სწორად შეარჩევთ წყლის ტემპერატურას, ბანაობით არა თუ ავნებთ რამეს თქვენს პატარას, პირიქით, ხელს შეუწყობთ მის სწრაფ გამოჯანმრთელებას. არ არის აუცილებელი ყოველთვის საპონი, ან სხვადასხვა მცენარეული ნაყენი გამოიყენოთ, უბრალო წყლის გადავლებაც საკმარისია, რომ თქვენმა შვილმა უფრო მხნედ იგრძნოს თავი, კანმა კი – ისუნთქოს.

ყოველთვის იმოქმედეთ ექიმთან შეთანხმებით!

თუმცა, ის მოსაზრება, რომ ვირუსული ინფექციის დროს ბავშვის დაბანა არ შეიძლება, მოძველებულია და წარულს ჩაბარდა.

Facebook
Google+
Twitter
LinkedIn
Print