რამდენი ყიფლიბანდი აქვს ბავშვს და საშიშია თუ არა მისი ნაადრევად დახურვა?

რამდენი ყიფლიბანდი აქვს ბავშვს და საშიშია თუ არა მისი ნაადრევად დახურვა?
  ყიფლიბანდი ახალშობილის თავის ზედა ნაწილზე არსებული ღია უბანი, უფრო ზუსტად კი, თავის ქალას ძვლებს შორის მკვრივი აპკით დაფარული ცარიელი სივრცეა.  ჯანმრთელი ბავშვის ყიფლიბანდს ვიზუალურად რომბის ფორმა აქვს, ოდნავ ჩაზნექილი (ან ამოზნექილი) და პულსირებადია.
 
   ჩვილს სიცოცხლის პირველ დღეებში 6 ყიფლიბანდი აქვს, აქედან ოთხი მათგანი რამდენიმე დღეში იხურება, მეხუთე – ორი თვის ასაკში, ხოლო მეექვსე (დიდი) 3-დან 24 თვემდე ვადაში. ბავშვის დაბადებისას, დიდი ყიფლიბანდის საშუალო ზომებია  2,2-3,5 სმ. 
 

  დიდი ყიფლიბანდის დახურვის ვადა, ისეთივე ინდივიდუალურია, როგორც სიარულის დაწყება, კბილების ამოსვლა, პირველი სიტყვების წარმოთქმა და.ა.შ.

  არსებობს მოსაზრება, რომ რაც უფრო პატარაა ყიფლიბანდი დაბადების მომენტში, მით უფრო მალე იხურება იგი. სინამდვილეში, ყიფლიბანდის საწყის ზომებსა და მისი დახურვის ვადებს შორის არავითარი კავშირი არ არსებობს.

  ყიფლიბანდის ნაადრევ დახურვაზე საუბრობენ მხოლოდ მაშინ, როცა დიდი ყიფლიბანდი იხურება სამ თვეზე ადრე. თუმცა ამ შემთხვევაშიც კი, ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვს რაიმე პრობლემა აქვს.

  ყიფლიბანდის მდგომარეობის შეფასებისას, გასათვალისწინებელია არა მხოლოდ მისი ზომებისა და ბავშვის ასაკის შესაბამისობა, არამედ პატარას თავის საერთო გარშემოწერილობაც.

  თუ ყიფლიბანდი დაიხურა 3 თვეზე ადრე, მაგრამ თავის გარშემოწერილობა შეესაბამება ასაკობრივ ნორმებს და ბავშვი ჯანმრთელია, ეს შეშფოთების საფუძველს არ წარმოადგენს.

 
 
 
 
Facebook
Google+
Twitter
LinkedIn
Print