რა ასაკამდე უნდა მისცეთ პატარას დაბლენდერებული საკვები?

რა ასაკამდე უნდა მისცეთ პატარას დაბლენდერებული საკვები?

   მას შემდეგ, რაც ბავშვები ბოსტნეულისა და ხორცის მიღებას იწყებენ, დედიკოები ბლენდერს უმეგობრდებიან. დამატებითი კვების დაწყებიდან, პირველ ეტაპზე, დაბლენდერება კარგი გამოსავალია, რათა ბავშვს საკვები არ გადასცდეს და ღეჭვა არ გაუძნელდეს. თუმცა, როდესაც პატარას კბილები ამოსდის, უმჯობესია, თანდათან მყარი საკვები შესთავაზოთ, ეს იქნება პური, ორცხობილა თუ სხვა…

   მიუხედავად იმისა, რომ დაბლენდერებული საკვების მიცემის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, 10 -11 თვის ბავშვისთვის სრულად გათხელებული საკვების მიღება რეკომენდებული არ არის.

   თუ პატარას უკვე 8 ან მეტი კბილი აქვს, შეგიძლიათ, დაჭყლეტილი ბოსტნეულის პიურე, ვაშლი, ან სტაფილო მისცეთ, ამ დროს განსაკუთრებულად დიდი ყურადღება გმართებთ, რათა არ გადასცდეს საკვები.

  თუ ბავშვი დიდი ხნის მანძილზე მხოლოდ ფაფისებრი კონსისტენციის საკვებს იღებს, პირის ღრუში მსხვილი ნაწილაკის მოხვედრის შემდეგ შესაძლოა გული აირიოს, ან ჭამაზე უარი განაცხადოს.

  გამუდმებით ფაფისებრი საკვების მიღებამ, შესაძლოა, შეაფერხოს ყბა – სახის განვითარება, ამიტომ უმჯობესია, ბავშვები თანდათანობით მიაჩვიოთ ღეჭვას.

Facebook
Google+
Twitter
LinkedIn
Print