6 გზა, თუ როგორ ვეკონტაქტოთ და ვეთამაშოთ ახალშობილს

rogor vekontaqtot axalshobils - 6 გზა, თუ როგორ ვეკონტაქტოთ და ვეთამაშოთ ახალშობილს

ახალშობილისთვის დედასთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია.

იხილეთ ჩამონათვალი, როგორ ეკონტაქტოთ პატარას:

  • შეხება – ამ შემთხვევაში მხოლოდ ჩახუტება არ იგულისხმება, არამედ ე.წ. „სენსორული შეხება“, დაეხმარეთ პატარას შეიცნოს სამყარო, შესთავაზეთ მას სხვადასხვა ტექსტურის და ფორმის საგნები.
  • საუბარი – პატარებს უყვართ თქვენი საუბრის მოსმენა, შესაძლოა შინაარსს ვერ ხვდებოდნენ, თუმცა თქვენთან პირისპირ კომუნიკაცია მათ ძალიან ახალისებთ. ესაუბრეთ მათ თუნდაც დღის მანძილზე მომხდარი მოვლენების შესახებ.
  • სიმღერა – პატარას დაბადების პირველი დღიდან შეგიძლიათ უმღეროთ. ბავშვის ყურადღების მისაქცევად, სიმღერის დროს შეგიძლიათ მოიშველიოთ ხელებიც. პატარები ძალიან სწრაფად ითვისებენ მელოდიას და მოძრაობებს, რაც მათ მნიშვნელოვნად ეხმარება განვითარებაში.
  • ხმამაღლა კითხვა – ადრეულ ასაკში საუკეთესოა ძილის წინ კითხვა. ამ დროს პატარები ეჩვევიან თქვენს ხმას. კითხვა ავითარებს ბავშვის ლექსიკას და დადებითად მოქმედებს გონებრივ განვითარებაზე.
  • პირისპირ თამაში – ამისთვის უნდა შეირჩეს სწორი დრო, რადგან პატარა ყოველთვის თამაშის ხასიათზე არ არის. პატარას შეგიძლიათ ეთამაშოთ ფეხებზე, ან მუცელზე და ბავშვის განვითარებასთან ერთად ახალ – ახალი თამაშებიც მოიგონოთ.
  • სათამაშო – შეგიძლიათ შესთავაზოთ, მაშინ, როდესაც მას უკვე შეუძლია საგნების აღქმა და თვალის გაყოლება. სათამაშო პატარას სახესთან უნდა მიუტანოთ და ნელი ტემპით ამოძრაოთ წინ და უკან, ამ დროს ბავშვი უფრო კონტაქტური ხდება და შემდგომი თამაშებისთვისაც გამოხატავს მზადყოფნას.
Share on facebook
Facebook
Share on google
Google+
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on print
Print