როგორ აღიქვამს ახალშობილი სამყაროს?

rogor agiqvams axalshobili samyaros - როგორ აღიქვამს ახალშობილი სამყაროს?

სამყაროს აღქმას თქვენი პატარა დაბადების პირველივე წუთებიდან იწყებს. ნუ დაიშურებთ დროსა და მონდომებას, შეუწყვეთ ხელი – მოეფერეთ, ხშირად ეთამაშეთ, ესაუბრეთ, რათა ახალშობილმა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღოს.

  • შეხება – ახალშობილისთვის გარემოს აღქმის ძირითად წყაროს წარმოადგენს. ბავშვი, ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდში აღიქვამს დედის სხეულის მოძრაობას, დაბადების შემდგომ, კი დედის შეხებისას სიმშვიდის და სიამოვნების განცდა ეუფლება.
  • მხედველობა – ახალშობილი ყველაზე უკეთ 20 – 25 სანტიმეტრის მანძილზე ხედავს. სწორედ ასეთი მცირე მანძილია ძუძუს წოვისას ბავშვისა და დედის თვალებს შორის, რაც პატარას დედის სახის აღქმასა და შეცნობაში ეხმარება. პირველი თვის ბოლოს, სხვადასხვა ფორმის, კაშკაშა კონტრასტული ფერის საგნები იზიდავს და მათზე მზერასაც აჩერებს, თუმცა ყველაზე მეტად დედის სახის ცქერა მოსწონს.
  • სმენა – მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფს უკვე სხვადასხვა ხმების აღქმა შეუძლია, რომლებსაც დაბადების შემდეგ ადვილად ცნობს. ახალშობილი განსაკუთრებულ ინტერესს ადამიანის ხმის მიმართ იჩენს, ამიტომ ხშირად, ატირებული ბავშვის დასამშვიდებლად თქვენი საუბარიც საკმარისია.
  • ყნოსვა – ახალშობილი ძუძუს, დედის სხეულით და რძის სუნით პოულობს, მას ყნოსვა უკვე საკმაოდ განვითარებული აქვს. რძის სუნი მისთვის ყველაზე საყვარელია. თუ დედა სუნამოს ხმარობს, ბავშვი ხშირად უარს ამბობს ძუძუზე და დედის ხელში ყოფნაც არ სიამოვნებს.
  • გემო – ახალშობილს კარგად აქვს განვითარებული გემოს შეგრძნებაც. ბავშვი მარილიან და მჟავე პროდუქტებზე უარყოფითად რეაგირებს, ტკბილ საკვებს კი სიამოვნებით მიირთმევს.
Share on facebook
Facebook
Share on google
Google+
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on print
Print