ინგრედიენტები:
ფქვილი – 400 გრ
კვერცხი – 2 ც (120 გრ)
შაქარი – 100 გრ
მარწყვი – 250 გრ
ბანანი – 100 გრ
ნაღების კარაქი – 100 გრ
რძე – 115 მლ
10%-იანი არაჟანი – 115 მლ
შაქრის პუდრა – 50 გრ
მომზადების წესი:
. ღუმელი გააცხელეთ 180 ° С-ზე. ფქვილის დაუმატეთ შაქარი
. მარწყვი გარეცხეთ, გააშრეთ, დაჭერით პატარა ნაჭრებად და დაუმატეთ ფქვილს
. ბანანისგან გააკეთეთ პიურე. ცალკე ჭურჭელში ერთმანეთში აურიეთ ბანანის პიურე, გამდნარი ნაღების კარაქი, კვერცხი, რძე და არაჟანი. მიღებული მასა შეურიეთ ფქვილს და ათქვიფეთ
. ცომი ჩაასხით კექსის ფორმებში და გამოაცხვეთ ოქროსფერი ფერის მიღებამდე (დაახლოებით 25 წუთი)
. დაელოდეთ შეგრილებას და ზემოდან მოაყარეთ შაქრის პუდრა
მაფინები მზადაა მისართმევად.