ინგრედიენტები:
ინდაურის ხორცი – 400 გრ
წიწიბურა – 250გრ
სტაფილო – 50 გრ
კვერცხი – 1 ც
ხახვი – 50 გრ
მომზადების წესი:
. მოამზადეთ წიწიბურა. ინდაურის ხორცი გაატარეთ ხორცის მანქანაში. ერთმანეთში აურიეთ წიწიბურა, ფარში, წვრილად გახეხილი სტაფილო, წვრილად დაჭრილი ხახვი და კვერცხი.
. მიღებული მასისგან გააკეთეთ ბურთები. სურვილისამებრ, ბურთულები შეგიძლიათ ამოავლოთ საფანელში.
. გააცხელეთ ღუმელი 180⁰-ზე. საცხობი ჟარუნას დააკარით ფოლგა და წაუსვით მცირეოდენი ზეითუნის ზეთი. ხორცის ბურთულები დადეთ ჟარუნაზე და დააფარეთ ფოლგა. შედეთ ღუმელში.
გემრიელი ბურთულები 30-40 წუთში მზადაა!