ხორცის გუფთა (9 – 10 თვიდან)

გუფთა xorcis gufta sabavshvo - ხორცის გუფთა (9 – 10 თვიდან)

ინგრედიენტები:

საქონლის ხორცი – 100 გრ.

თეთრი პური – 20 გრ.

კვერცხის გული – ½ ც

ხახვი – 1 თავი

ნიორი – 1 კბილი

მომზადების წესი:

. მყესებისა და ცხიმისაგან გასუფთავებული საქონლის ხორცი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში 2 – ჯერ. შევურიოთ რძეში, ან წყალში დასველებული გაწურული პური და ისევ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. დავუმატოთ ნახევარი სუფრის კოვზი წყალი, მარილი და ½ ათქვეფილი კვერცხის გული

. მიღებული მასა სველი ხელით გადავანაწილოთ პატარ – პატარა ბურთულებად

. ცალკე ჭურჭელში ჩავასხათ წყალი, მოვათავსოთ ხახვი და ნიორი, წამოდუღების შემდეგ ჩავყაროთ ბურთულები და ვხარშოთ 15 – 20 წუთი. წვენს დავუმატოთ მწიკვი მარილი. გემრიელად მიირთვით!

Share on facebook
Facebook
Share on google
Google+
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on print
Print