Nutrilak Premium პეპტიდი სჯტ

ნუტრილაკი პეპტიდი სჯტ (0 – 12 თვე)

განკუთვნილია კვებითი ალერგიის სამკურნალოდ.

    დამზადებულია სრულად ჰიდროლიზებულ (დაშლილ) შრატის ცილაზე, განკუთვნილია ბავშვებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ კვებითი ალერგია და ძროხის რძის ცილის აუტანლობა. გამოიყენება აგრეთვე: ნაწლავების მალაბსორბციის სინდრომისა და გახშირებული დიარეის დროს.

შემადგენლობის განსაკუთრებულობა:

ღრმა შრატის ცილოვანი ჰიდროლიზატი – სპეციალური ფერმენტული ჰიდროლიზის ტექნოლოგიების გამოყენების წყალობით, იგი იყოფა მოკლე პეპტიდებად და თავისუფალ ამინომჟავებად, ადვილად იშლება, არ იწვევს ალერგიას და ხელს უწყობს კუჭ – ნაწლავის ტრაქტის მუშაობის ნორმალიზებას
ლაქტოზას გარეშე – მალტოდექსტრინი და გლუკოზის სიროფი ადვილად შეითვისება და არ ამძიმებს საჭმლის მომნელებელ სისტემას
საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები (SCTs) – ადვილად შეიწოვება და ავსებს ორგანიზმს საჭირო ენერგიით.

მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებები, როგორც დედის რძეში:

ომეგა -3 (DHA), ომეგა – 6 (ARA) – შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები, თავის ტვინის და ინტელექტის სრულფასოვანი განვითარებისთვის

ნუკლეოტიდები – ძირითადი კომპონენტები იმუნური სისტემის ფორმირებისა და კუჭ – ნაწლავის ტრაქტის მომწიფებისთვის

➤ ვიტამინები, მაკრო და მიკროელემენტები – დაბალანსებული კომპლექსი, რომელიც სპეციალურად შექმნილია ახალშობილის საჭიროებებისათვის, ხელს უწყობს ბავშვის ჰარმონიულ ზრდა – განვითარებას.

არ შეიცავს:  გმო – ს, შაქარს, საღებავებს, კონსერვანტებს და არომატიზატორებს