banaobis procesi rom sasiamovno iyos 1 - რა უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის ბანაობისას?

რა უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის ბანაობისას?

ბავშვის ბანაობა საკმაოდ საპასუხისმგებლო პროცესია!

მნიშვნელოვანია, წინასწარ მოიმარაგოთ ბანაობისთვის აუცილებელი ნივთები, რათა არ მოგიწიოთ პროცესის შეწყვეტა.

გირჩევთ, ბავშვის ნივთები ზედმიწევნით ყურადღებით შეარჩიოთ, უმჯობესია, გამოიყენოთ ნატურალური საშუალებები: დუშგელი/საპონი, შამპუნი, ტანის ღრუბელი, პირსახოცი და ა.შ.

  • ბანაობისთვის წყლის იდეალური ტემპერატურაა 34 – 370
  • საბანაო ღრუბელი უნდა იყოს ნატურალური შემადგენლობის — რბილი და ჰიპოალერგიული
  • შეარჩიეთ მაქსიმალურად მოსახერხებელი აბაზანა
  • არ დაგავიწყდეთ მოცურების საწინააღმდეგო სტიკერები ბავშვის და თქვენი უსაფრთხოებისთვის
  • ბავშვის პირსახოცი — სასურველია იყოს რბილი და ხარისხიანი, უპირატესობა მიანიჭეთ ნატურალურ ქსოვილებს