ბავშვის განვითარების პირველი შემოწმება ერთი თვის ასაკში ხდება. შემოწმებას ატარებს პედიატრი, რომელიც მოიცავს შემდგომ პროცედურებს:
- საერთო შეფასება — ექიმი დედას ესაუბრება ბავშვის საერთო მდგომარეობაზე, ამოწმებს მხედველობას და კომუნიკაციურ უნარებს;
- კიდურებისა და კუნთების ტონუსი — ექიმი ამოწმებს კუნთების ტონუსს და აკვირდება როგორ ამოძრავებს პატარა ხელ — ფეხს;
- თავის გარშემოწერილობა — ზომავენ იმის დასადგენად, ნორმალურად ეზრდება თუ არა პატარას თავი;
- თავის კონტროლი — ექიმი ჰაერში იჭერს პატარას, ამოწმებს ბავშვს სხეულის გასწვრივ უჭირავს თავი თუ არა. შემდგომ ჯდომის პოზას მიაღებინებს და ასე აკვირდება;
- ჩაჭიდების რეფლექსი — ახალშობილს უკვე შეუძლია, ხელში ჩადებულ თითს მოეჭიდოს, თანაც მაგრად, თუმცა, თანდაყოლილი რეფლექსები თანდათან ქრება;
- გულისცემა — ექიმი სტეტოსკოპით უსმენს გულის ცემას. წლამდე ასაკში წუთში 120 დარტყმა ნორმაა;
- შინაგანი ორგანოები — ექიმი ხელით უსინჯავს მუცელს დარწმუნდება, რომ ღვიძლი, კუჭი და ელენთა ნორმალურად იზრდება;
- მენჯ — ბარძაყის სახსრის შემოწმება — ექიმი პატარას ფეხებს უმოძრავებს და ამოწმებს სახსრების მდგომარეობას;
- აწონვა — სასურველია, პატარა აიწონოს კლინიკაში ყოველი მიყვანისას;
- წონის ნორმალური მატება ბავშვის სიჯანსაღის მაჩვენებელია, ბავშვის წონა აღინიშნება ანკეტაში, რომელიც მნიშვნელოვანი ინფორმაციაა პატარას მომავალი მატების დასადგენად.