საახალწლო ორცხობილა (1 წლიდან)

საბავშვო ორცხობოლა saaxalwlo orcxobila sabavshvo - საახალწლო ორცხობილა (1 წლიდან)

ინგრედიენტები:

ფორთოხლის ცედრა – 3 ჩ.კ

ფქვილი – 1 კგ

კარაქი – 300 გრ

კვერცხი – 3 ც

სიროფი ან ბადაგი – 200 მლ

ყავისფერი შაქარი – 3.5 ჩ.კ

ჯანჯაფილი (ჯინჯერი) – 3 ჩ.კ

დაფქული მიხაკი – 3 ჩ.კ

სოდა, გაზავებული ძმრით – 3 ჩ.კ

დარიჩინი – 3 ჩ.კ

მომზადების წესი:

.  სიროფი (ან ბადაგი) და სანელებლები (ჯინჯერი, მიხაკი, დარიჩინი, ფორთოხლის ცედრა) შეურიეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდგომ დაამატეთ კარაქი და მოურიეთ
.  ცალკე ათქვიფეთ 3 კვერცხის გული შაქართან და ცალკე კვერცხის ცილა, მიღებული კონსისტენციები შეურიეთ. 👉თანდათან დაუმატეთ სიროფი, ფქვილი და სოდა
.  მიღებული ცომი გააბრტყელეთ საშუალო სისქეზე და
ორცხობილები გამოჭერით ფორმების დახმარებით. გამოაცხვეთ 200°С – მდე გაცხელებულ ღუმელში
.   საახალწლო ორცხობილები გააფორმეთ ფერადი მინანქრით.

გემრიელად მიირთვით!

Share on facebook
Facebook
Share on google
Google+
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on print
Print