ინგრედიენტები:
ვინის ადაპტ. რძიანი ნარევი (საბავშვო, ადაპტირებული რძე) – 7 საზომი კოვზი
წყალი – 200 მლ.
½ ჩ.კ ლიმნის წვენი, ან
1 ჩ.კ კალციუმის ქლორიდი (10% – იანი)
მომზადების წესი:
. 7 საზომი კოვზი ვინის ადაპტ. რძიანი ნარევი გახსენით 200 მლ ადუღებულ და 40 – 45 გრადუსამდე შეგრილებულ წყალში. დაუმატეთ ½ ჩ.კ ლიმნის წვენი, ან 1 ჩ.კ კალციუმის ქლორიდი და მუდმივი მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე
. აჭრის შემდგომ გადმოწურეთ
. მზა ხაჭოს შეგიძლიათ დაუმატოთ გახეხილი ხილი ან ორცხობილა.
გემრიელად მიირთვით!