• ka
    • en
საბავშო რეცეპტები

ჩვენ შესახებ

კომპანია «ნატურლენდი» წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას საქართველოში ბავშვთა კვების და ბავშვთა ჰიგიენის სფეროში.

კომპანია «ნატურლენდის» სათაო ოფისი მდებარეობს თბილისში. ამასთანავე, კომპანია ფლობს რამდენიმე რეგიონალურ საწყობს და ახორციელებს საკუთარი ბრენდების დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით.

კომპანია «ნატურლენდი»-ს გამორჩეულობას ბაზარზე უზრუნველყოფს:

 Ø ბავშვის ჯანმრთელობის ხელშეწყობაბიოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი საკვებით;

Ø კომპანიის სტაბილურობა და საიმედოობა;

Ø ბიზნესის მართვაში თანამედროვე ინსტრუმენტებისა და სტანდარტების დანერგვა;

Ø კომპანიის გამართული შიდა მენეჯმენტი. შპსნატურლენდშისაქმიანი კავშირები დაფუძნებულია პროფესიულ, კოლეგიალურ და არადისკრიმინაციულ პრინციპებზე, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთხელშეწყობაზე;

Ø პროდუქციით უწყვეტი მომარაგება მთელი საქართველოს მასშტაბით;

Ø სტაბილური ფასები;

Ø კრეატიული მარკეტინგის დეპარტამენტი ეფექტური მერჩანდაიზინგის სამსახურით;

Ø ინდივიდუალურად ჩვენი კომპანიისთვის შექმნილი და მომხმარებელზე მორგებული პროცესების ავტომატიზაციის პროგრამა – CRM;

Ø მაღალი კომპეტენციის პროფესიონალური პედიატრიული სამსახური;

Ø უცხოელ პარტნიორებთან მრავალწლიანი ურთიერთობის გამოცდილება;

Ø ხანგრძლივი და სტაბილური ურთიერთობის გამოცდილება ადგილობრივ წამყვან სამედიცინო, ფარმაცევტულ და სადისტრიბუციო კომპანიებთან;

Ø საქმიანობა მხოლოდ ბიზნეს ეთიკის პრინციპების დაცვით.

ყოველივე ეს ჩვენი სწრაფი წინსვლისა და წარმატების საწინდარია!

კომპანია „ნატურლენდი“ ცდილობს შეცვალოს ადამიანების დამოკიდებულება საკვებისადმი და ჰიგიენისადმი. ჩვენ ერთ-ერთ მთავარ მოვალეობად ვთვლით, მომხმარებელი იყოს უკეთ გათვითცნობიერებული. ამისათვის,  ვანხორციელებთ ადამიანებისთვის სწორ კვებასა და ჰიგიენაზე მეტი ინფორმაციის მიწოდებას, მოსახლეობისთვის სამეცნიერო სიახლეების გაცნობას და მუდმივად ინოვაციური პროდუქტების დანერგვას ჩვენ ბაზარზე.

 

ჯანსაღი საზოგადოება ეფუძნება ჯანმრთელობას, ცხოვრების ჯანსაღ წესს და სწორ კვებას, რომლის დანერგვა და ხელეწყობაც ჩვენი კომპანიის უმთავრესი პრინციპია. სწორედ ამ პრინციპზეა დაფუძნებული კომანიის კორპორატიული კულტურა.

ჩვენ ვცდილობთ ადამიანების ცხოვრებაზე პოზიტიური გავლენა იქონიოთ და ჩვენი ბიზნესი მომხმარებლებს, თანამშრომლებს, მომწოდებლებს, საზოგადოებასა და გარემოს ერთნაირად ღირსეულად ემსახურებოდეს.

Scroll to Top