პიურე წითელი ბუშტი (7თვიდან)

ბუშტი - პიურე წითელი ბუშტი (7თვიდან)

ინგრედიენტები:

კარტოფილი – 70 გრ.

ჭარხალი – 50 გრ.

ყვავილოვანი კომბოსტო – 60 გრ.

საბავშვო (ადაპტირებული) რძე – 70 მლ.

ზეითუნის ზეთი – 1 ჩ.კ

მომზადების წესი:

. გასუფთავებული ბოსტნეული დავჭრათ მცირე ზომის ნაჭრებად. მოვათავსოთ ჭურჭელში და დავასხათ ადუღებული წყალი ისე, რომ ბოსტნეული მთლიანად დაიფაროს, დავახუროთ თავსახური და მოვხარშოთ დაბალ ცეცხლზე.

. მოხარშული ბოსტნეული დავაბლენდეროთ, ან კარგად დავჭლიტოთ, დავუმატოთ მწიკვი მარილი და ვადუღოთ კიდევ 2 – 3 წუთი.

. შეგრილების შემდგომ დავუმატოთ ცალკე მომზადებული საბავშვო (ადაპტირებული) რძე და ზეითუნის ზეთი.

გემრიელად მიირთვით!

Share on facebook
Facebook
Share on google
Google+
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on print
Print