ინგრედიენტები:
საქონლის ხორცი – 100 გრ.
თეთრი პური – 20 გრ.
კვერცხის გული – ½ ც
ხახვი – 1 თავი
ნიორი – 1 კბილი
მომზადების წესი:
. მყესებისა და ცხიმისაგან გასუფთავებული საქონლის ხორცი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში 2 – ჯერ. შევურიოთ რძეში, ან წყალში დასველებული გაწურული პური და ისევ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. დავუმატოთ ნახევარი სუფრის კოვზი წყალი, მარილი და ½ ათქვეფილი კვერცხის გული
. მიღებული მასა სველი ხელით გადავანაწილოთ პატარ – პატარა ბურთულებად
. ცალკე ჭურჭელში ჩავასხათ წყალი, მოვათავსოთ ხახვი და ნიორი, წამოდუღების შემდეგ ჩავყაროთ ბურთულები და ვხარშოთ 15 – 20 წუთი. წვენს დავუმატოთ მწიკვი მარილი. გემრიელად მიირთვით!