ღვიძლის სუპი (9 თვიდან)

სუპის რეცეფტი gvidzlis supis recefti - ღვიძლის სუპი (9 თვიდან)

ინგრედიენტები:

ღვიძლი (ხბოს, ან საქონლის) – 120 – 140 გრ.

კარტოფილი – 1 – 2 ცალი

სტაფილო – 1 ცალი

ხახვი – 1 ცალი

ნიორი – 1 კბილი

მომზადების წესი:

. კარგად გარეცხილ ღვიძლს მოვაცილოთ აპკი, სადინარები და დავჭრათ პატარა ნაჭრებად. მოვათავსოთ ჭურჭელში ბოსტნეულთან ერთად, დავასხათ ცივი წყალი, ისე, რომ დაიფაროს და მოვხარშოთ.

. სურვილის შემთხვევაში ხარშვის პროცესში შეგვიძლია დავუმატოთ 2 – 3 სუფრის კოვზი ნებისმიერი ბურღული (ბრინჯი, ვერმიშელი, წიწიბურა)

. მომზადებული სუპი დავაბლენდეროთ

გემრიელად მიირთვით!

Share on facebook
Facebook
Share on google
Google+
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on print
Print