ინგრედიენტები:
350 გრ. სტაფილო
300 გრ. კარტოფილი
100 გრ. ყველი
35 გრ. კვერცხი
30 მლ. არაჟანი
15 გრ. კარაქი
მომზადების წესი:
. კარტოფილი და სტაფილო გაასუფთავეთ, გარეცხეთ და მოხარშეთ
. ცხელი ბოსტნეული დააბლენდერეთ, დაუმატეთ კვერცხი, გახეხილი ყველი და არაჟანი
. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი, გაავსეთ ბოსტნეულისგან მიღებული მასით და გამოაცხვეთ ღუმელში 15 – 20 წუთის განმავლობაში – 160 გრადუს ტემპერატურაზე.
ნაზი და ჰაეროვანი სუფლე მზად არის!