მაკარონი ბროკოლთან ერთად (2 წლიდან)

ბროკოლთან ერთად makaroni brokolit - მაკარონი ბროკოლთან ერთად (2 წლიდან)

ინგრედიენტები:

175 გრ. მაკარონი

175 გრ. ბროკოლი

50 გრ. სტაფილო

75 გრ. ხახვი

120 მლ. ქათმის ბულიონი

25 გრ. ნაღების კარაქი

მომზადების წესი:

. ხახვი გაასუფთავეთ და წვრილად დაჭერით

. ბროკოლი გარეცხეთ და ხარშეთ ორთქლზე 5 წუთის განმავლობაში

. ადუღებულ წყალში ჩაყარეთ მაკარონი და ხარშეთ 10 – 12 წუთი

. ტაფაზე გააცხელეთ კარაქი და მოთუშეთ სტაფილო და ხახვი, დაუმატეთ წინასწარ გამზადებული ქათმის ბულიონი, მაკარონი, ბროკოლი და კარგად გააცხელეთ გემრიელად მიირთვით!

Share on facebook
Facebook
Share on google
Google+
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on print
Print