სუპი თევზის ბურთულებით ( 9 თვიდან)

თევზის ბურთულებით supi tevzis burtulebit sabavshvo recepti - სუპი თევზის ბურთულებით ( 9 თვიდან)

ინგრედიენტები:

50 გრ. თევზის ფილე
½ ნაჭერი პური
1ც. კარტოფილი
1ც. ხახვი
1ც. სტაფილო
2 ღერი კამა
1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი

მომზადების წესი:

. თევზის ფილე, ხახვი და წყალში დამბალი პური გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და გააკეთეთ ბურთულები
. დაჭერით ბოსტნეული კუბებად
. 2 ჭიქა წყალი მიიყვანეთ დუღილის ტემპერატურამდე, დაამატეთ ბოსტნეული, მწვანილი და ხარშეთ 8-10 წუთი
. 10 წუთის შემდეგ ქვაბში მოათავსეთ წინასწარ მომზადებული თევზის ბურთულები. კერძი დაბალ ცეცხლზე დატოვეთ ბოსტნეულის კარგად მოხარშვამდე
. მომზადების შემდეგ ამოიღეთ მწვანილი. თევზი და ბოსტნეული დაჭყლიტეთ, ან დააბლენდერეთ უშუალოდ კვების წინ
. სურვილისამებრ დაუმატეთ ზეითუნის ზეთი და მწიკვი მარილი

გემრიელად მიირთვით!

Share on facebook
Facebook
Share on google
Google+
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on print
Print