ღვიძლის სუპ-პიურე წიწიბურით (8 თვიდან)

gvidzlis supi ღვიძლის სუპი - ღვიძლის სუპ-პიურე წიწიბურით (8 თვიდან)

ინგრედიენტები:

130 გრ. საქონლის ან ხბოს ღვიძლი
1ც. კარტოფილი
1ც. სტაფილო
80 გრ. წიწიბურა
1ც. ხახვი
1 კბილი ნიორი
1-2 ღერი ქინძი
1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი

მომზადების წესი:

. კარგად გარეცხეთ ღვიძლი, მოაცილეთ აპკი და სადინარები, დაჭერით პატარა ნაჭრებად და მოხარშეთ (სასურველია პირველი ნახარშის გადაღვრა).

. ცალკე ქვაბში მოათავსეთ გასუფთავებული და კუბებად დაჭრილი კარტოფილი და სტაფილო, ასევე მთლიანი ხახვი, 1 კბილი ნიორი და 2 ღერი ქინძი. ბოსტნეული ნახევრად რომ მოიხარშება, დაუმატეთ წიწიბურა.

. მოხარშვის შემდეგ ამოიღეთ ხახვი, ნიორი და მწვანილი, დანარჩენი მასა ღვიძლთან ერთად კარგად დააბლენდერეთ და დაუმატეთ ზეითუნის ზეთი.

. თუ კერძი სქელი გამოვიდა გაათხელეთ ადაპტირებული ნარევით, ან ანადუღარი წყლით.

. სურვილისამებრ დაუმატეთ მწიკვი მარილი.

 გემრიელად მიირთვით!

Share on facebook
Facebook
Share on google
Google+
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on print
Print