ინგრედიენტები:
150 გრ. მწყრის ხორცი
1 ც. სტაფილო
1 ც. ხახვი
2 ც. კარტოფილი
2 ს.კ ბრინჯი
20 გრ. ოხრახუში
20 გრ. კამა
1 ჩ/კ. ზეითუნის ზეთი
მომზადების წესი:
. კარგად გარეცხეთ მწყრის ხორცი, მოათავსეთ წყლიან ქვაბში და მოხარშეთ. (სასურველია პირველი ნახარშის გადაღვრა)
. ცალკე ჭურჭელში მოხარშეთ გარეცხილი და კუბებად დაჭრილი ბოსტნეული: კარტოფილი, ხახვი, სტაფილო. ადუღებიდან 5 წუთის შემდეგ დაუმატეთ ბრინჯი
. ბოსტნეული და ბრინჯი კარგად რომ მოიხარშება, დაუმატეთ მწყრის ხორცი და მწვანილი, ადუღეთ კიდევ 2-3 წუთი
. მომზადებული წვნიანი დაჭყლიტეთ, ან დააბლენდერეთ კვების წინ. სურვილისამებრ დაუმატეთ ზეითუნის ზეთი და მწიკვი მარილი
გემრიელად მიირთვით!