10 რჩევა – როგორ გავიმარტივოთ ფრენა, ბავშვთან ერთად მოგზაურობისას  

rogor gavimartivot frena bavshvtan ertad - 10 რჩევა - როგორ გავიმარტივოთ ფრენა, ბავშვთან ერთად მოგზაურობისას  

ბავშვთან ერთად მოგზაურობა სრულიად ახალი გამოცდილებაა. სწორად დაგეგმვის შემთხვევაში კი აიცილებთ პრობლემებს და შეძლებთ, მოგზაურობისგან სიამოვნება მიიღოთ!

  • სათანადოდ მომზადება ფრენისთვის

მოიპოვეთ მაქსიმალური ინფორაცია ფრენის წესებისა და რეგულაციების შესახებ. სხვადასხვა ავიახაზებს აქვს ინდივიდუალურად განსაზღვრული მოთხოვნები და წესები ბავშვებისთვის, მაგ. ორ წლამდე ბავშვი შეგიძლიათ, კალთაში ჩაისვათ. ზოგიერთი ავიაკომპანიის მოთხოვნით, შესაძლოა ბავშვისთვის დამატებითი ბილეთის ყიდვა მოგიწიოთ, სადაც პატარა სპეციალურად მისთვის განკუთვნილ უსაფრთხო სავარძელში მოთავსდება. ხანგრძლივი ფრენის დროს შესაძლებელია გამოიყენოთ სპეციალური სათავსოც, სადაც შეძლებთ ჩააწვინოთ ბავშვი დასაძინებლად, მსგავსი სერვისი, ხშირ შემთხვევაში შეზღუდულია, ამიტომ უმჯობესია, ეს მომსახურება ბილეთის დაჯავშნისთანავე მოითხოვოთ.

  • ბარგის  ადეკვატურად ჩალაგება

დარწმუნდით, რომ მიგაქვთ რეალურად საჭირო ნივთები, გადამეტების გარეშე. ზოგიერთი ავიაკომპანია გაძლევთ საშუალებას, ხელბარგთან ერთად დამატებით იქონიოთ საბავშვო ნივთების ჩანთაც. ბარგის ჩალაგებისას გაითვალისწინეთ ყველაზე საჭირო ნივთების ხელმისაწვდომობა, მაგალითად, საბავშვო საფენები და სველი ხელსახოცი უნდა იყოს თქვენთვის ყველაზე მარტივად ხელმისაწვდომი. არ დაგავიწყდეთ, რომ თვითმფრინავში სითხის ატანა შეზღუდულია 100 მლ – მდე. ეს შეზღუდვა არ ეხება საბავშვო საკვებს, შეგიძლიათ ფრენისას თან იქონიოთ წინასწარ გამზადებული დედის რძე, საბავშვო ადაპტირებული მზა სახის რძე, ან წყალი თერმოსით, რომლითაც ბავშვს ადაპტირებულ რძიან ნარევს მოუმზადებთ. დიდი ალბათობაა იმისა, რომ პატარას თვითმფრინავში იმაზე მეტი საკვები დასჭირდეს, ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევაში. სასურველია, თან იქონიოთ საჭიროზე მეტი საკვები ბავშვისთვის, ფრენის დაგვიანების, ან გადადების შემთხვევისთვის.

  •  შეარჩიეთ ყველაზე საუკეთესო და კომფორტული ადგილი თქვენთვის და თქვენი პატარასთვის

დაჯავშნეთ ადგილები წინასწარ. ბილეთის შეძენისთანავე თუ არ ხერხდება, შეეცადეთ, რაც შეიძლება მალე დაიკავოთ სასურველი სავარძელი. ამ შემთხვევაში თქვენთვის ყველაზე მოსახერხებელი იქნება გასასვლელთან ახლოს არსებული ადგილები, რადგან შეძლებთ საჭიროების შემთხვევაში თავისუფლად გადაადგილდეთ და არ მოგიწევთ სხვა მგზავრების შეწუხება. ასევე კომფორტულია საავარიო გასასვლელთან მდებარე ადგილებიც, სადაც ყველაზე მეტი სივრცეა მოძრაობისთვის.

  • ბოლო აბრძანდით თვითმფრინავში 

ბავშვის ყოლის შემთხვევაში, ზოგიერთი ავიაკომპანია თვითმფრინავში პირველი ასვლის შესაძლებლობას გაძლევთ, თუმცა, როგორც აღნიშნავენ თვითმფრინავში უმჯობესია, ბოლოს ასვლა, განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც პატარას ღვიძავს. იმ შემთხვევაში, თუ პირველი ახვალთ, მოგიწევთ სხვა მგზავრების ლოდინი, რასაც როგორც წესი დიდი დრო და მოთმინება სჭირდება, შესაძლოა, ამან ბავშვი დაღალოს და გააღიზიანოს.

  • ჩააცვით ბავშვს კომფორტულად 

ამ შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ ორი ქვეყნის კლიმატი, საიდან – სად მიფრინავთ. ბავშვის ტანსაცმელი საშუალებას უნდა გაძლევდეთ, მოერგოთ კლიმატის ცვლილებას, ამასთანავე, ტანსაცმელი უნდა იყოს კომფორტული, რათა პატარამ უპრობლემოდ შეძლოს მასში დაძინება.

  • გაართეთ ბავშვი ფრენისას 

მაქსიმალურად უნდა შეეცადოთ, ბავშვმა ყურადღება ისეთ რამეზე გადაიტანოს, რაც მას გაართობს. ამ შემთხვევაში საუკეთესო საშუალებაა ახალი სათამაშოს შეძენა, ეს პატარას უფრო დიდხანს გაართობს, ვიდრე ძველი, უკვე ათვისებული სათამაშო.

  •  არ დაგავიწყდეთ ე.წ „კენგურუ“ 

იგი საუკეთესო საშუალებაა ბავშვის კომფორტული გადაადგილებისთვის, მისი წყალობით ხელები თავისუფალი გექნებათ და შეძლებთ პარალელურად სამგზავრო ჩემოდნის ტარებასაც.

  • წნევის ცვლილება ფრენისას

ეს ფაქტორი ყველა მგზავრს აწუხებს, მათ შორის ბავშვებსაც, თუ პატარა წნევამ შეაწუხა (ე.წ. „ყურების დაგუბების“ სახით), ამ შემთხვევაში საუკეთესოა ბავშვს რძე მოაწოვოთ, ჭამისას მას ეს დისკომფორტი მოეხსნება.

  • გამოკვება და საფენების გამოცვლა

თვითმფრინავებში არის სპეციალურად გამოყოფილი ადგილი, სადაც შეძლებთ პატარა გამოკვებოთ და საფენი გამოუცვალოთ, ეს ძალიან კომფორტულია თქვენთვისაც და სხვა მგზავრებისთვისაც, ამასთანავე სასურველია წინასწარ გაარკვიოთ, შესაძლებელია თუ არა თვითმფრინავში ბავშვის საკვების შეთბობა

  • გაამხიარულეთ პატარა

შეეცადეთ, არ ინერვიულოთ ფრენის დროს, რადგან ბავშვი იგრძნობს თქვენს განწყობას და თავადაც ცუდ ხასიათზე დადგება. შეეცადეთ, მოდუნდეთ, აფრენის შემდგომ დიდი ალბათობაა იმისა, რომ პატარამ ძრავის ხმაზე მარტივად დაიძინოს, თუ ასე არ მოხდა არსებობს უამრავი საშუალება იმისთვის რომ პატარა გაართოთ: გაატარეთ თვითმრინავში, გაახედეთ ფანჯარაში და ა.შ

Share on facebook
Facebook
Share on google
Google+
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on print
Print