ქათმის ღვიძლის და კარტოფილის პიურე (10 თვიდან)

ქათმის ღვიძლის და კარტოფილის პიურე qatmis gvidzlis da kartofilis piure

ინგრედიენტები:

ქათმის ღვიძლი – 100 გრ

კარტოფილი – 180 გრ

ვაშლი – 150 გრ

ზეითუნის ზეთი – 5 მლ

 

მომზადების წესი:

.  გასუფთავებული კარტოფილი მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი და ადუღეთ დარბილებამდე (20 – 25 წთ)

.  გარეცხეთ ქათმის ღვიძლი, გააშრეთ და დაჭერით პატარა კუბებად

.  გარეცხეთ ვაშლი, გამოაცალეთ შიგთავსი და დაჭერით წვრილად

.  ქათმის ღვიძლი და ვაშლი მოათავსეთ პატარა ქვაბში, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი წყალი, დააფარეთ თავსახური და ადუღეთ 8 – 10 წუთი დაბალ ცეცხლზე. მიღებული მასა დააბლენდერეთ

.  კარტოფილს გადაუღვარეთ ნახარში და მოამზადეთ პიურე, დაუმატეთ ქათმის ღვიძლისგან და ვაშლისგან მიღებული პიურე

. სურვილისამებრ დაამატეთ ზეითუნის ზეთი და მწიკვი მარილი

გემრიელად მიირთვით!

Share on facebook
Facebook
Share on google
Google+
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on print
Print