ინგრედიენტები:
ქათმის ხორცი – 85 გრ
სტაფილო – 30 გრ
საბავშვო მაკარონი – 150 გრ
ხახვი – 25 გრ
კამა – 5 გრ
ნიორი – 1 კბილი
მომზადების წესი:
. ქათმის ხორცი (მკერდის ნაწილი) მოხარშეთ ცალკე და დაჭერით მცირე ნაჭრებად
. ქვაბში ჩაასხით წყალი, დაუმატეთ კბილი ნიორი, მარილი გემოვნებით. ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ ბოსტნეული: წვრილად დაჭრილი ხახვი, სტაფილო, კამა. ადუღეთ 2 წუთი და დაუმატეთ ხორცი
. იმავე ქვაბში ჩადეთ მაკარონი (ლაფშა), 2 წუთის განმავლობაში ხარშეთ, კარგად მოურიეთ კერძს, 1 წუთის შემდეგ გადმოიღეთ ცეცხლიდან და დააბლენდერეთ
გემრიელი სადილი მზადაა!