ინგრედიენტები:
ხბოს ხორცი – 50 გრ
ყვავილოვანი კომბოსტო – 100 გრ
გოგრა – 150 გრ
ხახვი – 10 გრ
ზეითუნის ზეთი – 10 მლ
მომზადების წესი:
. ზეითუნის ზეთი ჩაასხით ქვაბში და გააცხელეთ. ხორცისგან გააკეთეთ ფარში და წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად ქვაბში ჩაყარეთ, აურიეთ და მოამზადეთ 25 წუთი ისე, რომ მიიღოთ მზა ფარში
. ცალკე ქვაბში მოხარშეთ გასუფთავებული და კუბიკებად დაჭრილი გოგრა და ყვავილოვანი კომბოსტო
. მოხარშულ ბოსტნეულს დაუმატეთ ფარში და მიღებული მასა დაჭყლიტეთ, ან დააბლენდერეთ ფაფისებურ კონსისტენციამდე
გემრიელი სადილი მზადაა!