ბავშვის ბანაობა საკმაოდ საპასუხისმგებლო პროცესია!
მნიშვნელოვანია, წინასწარ მოიმარაგოთ ბანაობისთვის აუცილებელი ნივთები, რათა არ მოგიწიოთ პროცესის შეწყვეტა.
გირჩევთ, ბავშვის ნივთები ზედმიწევნით ყურადღებით შეარჩიოთ, უმჯობესია, გამოიყენოთ ნატურალური საშუალებები: დუშგელი/საპონი, შამპუნი, ტანის ღრუბელი, პირსახოცი და ა.შ.
- ბანაობისთვის წყლის იდეალური ტემპერატურაა 34 – 370
- საბანაო ღრუბელი უნდა იყოს ნატურალური შემადგენლობის – რბილი და ჰიპოალერგიული
- შეარჩიეთ მაქსიმალურად მოსახერხებელი აბაზანა
- არ დაგავიწყდეთ მოცურების საწინააღმდეგო სტიკერები ბავშვის და თქვენი უსაფრთხოებისთვის
- ბავშვის პირსახოცი – სასურველია იყოს რბილი და ხარისხიანი, უპირატესობა მიანიჭეთ ნატურალურ ქსოვილებს