ინგრედიენტები:
ყვავილოვანი კომბოსტო – 200 გრ
კარტოფილი – 300 გრ
სტაფილო – 100 გრ
ხახვი – 50 გრ
ოხრახუში – 10 გრ
კამა – 10 გრ
ზეითუნის ზეთი – 20 მლ
მომზადების წესი:
. კარტოფილი ხახვი და სტაფილო გაასუფთავეთ და კარგად გარეცხეთ. კარტოფილი დაჭერით პატარა ნაჭრებად
. მოამზადეთ ბოსტნეულის ბულიონი – მდუღარე წყალში ჩადეთ კარტოფილი ხახვი და სტაფილო და ხარშეთ 15 წუთი, შემდეგ კი ხახვი ამოიღეთ
. დაანაწევრეთ ყვავილოვანი კომბოსტო და კარგად გარეცხეთ, შემდეგ ისიც ჩადეთ ქვაბში და წვნიანი კიდევ 5 – 7 წუთი ხარშეთ
. მომზადებული წვნიანი შეგიძლიათ დააბლენდეროთ ფაფისებურ კონსისტენციამდე და დაამატოთ მწვანილი, ზეითუნის ზეთი და მარილი გემოვნებით
გემრიელად მიირთვით!