ინგრედიენტები:
კარტოფილი – 70 გრ
ყვავილოვანი კომბოსტო – 25 გრ
მწვანე ლობიო – 25 გრ
მწვანე ბარდა – 20 გრ
ხახვი – 25 გრ
ნაღების კარაქი – 5 გრ
რძე – 50 მლ
მომზადების წესი:
. ბოსტნეული კარგად გარეცხეთ, გაასუფთავეთ და დაჭერით პატარა ნაჭრებად
. ქვაბში ჩაასხით წყალი, ჩაყარეთ დაჭრილი ბოსტნეული, მთლიანი ხახვი და მწვანილი და ხარშეთ მომზადებამდე, დაახლოებით 20 – 25 წთ
. მოხარშვის შემდგომ ხახვი და მწვანილი ამოიღეთ და დარჩენილი ბოსტნეული დაჭყლიტეთ, ან დააბლენდერეთ
. აადუღეთ 50 მლ რძე და შეურიეთ მომზადებულ ბოსტნეულს
. სუპი წამოადუღეთ, დაუმატეთ მწიკვი მარილი და ნაღების კარაქი
გემრიელი სადილი მზადაა!