რა ასაკიდან უნდა ჩასვათ ბავშვი ჭოჭინაში და რა ფაქტორები განაპირობებს მის უსაფრთხოებას?

ra asakidan chavsvat bavshvi chochinashi - რა ასაკიდან უნდა ჩასვათ ბავშვი ჭოჭინაში და რა ფაქტორები განაპირობებს მის უსაფრთხოებას?

ჭოჭინის დადებით და უარყოფით მხარეებზე დღემდე მსჯელობენ. თუმცა, ამ დრომდე არ არსებობს რაიმე სახის მეცნიერულად დამტკიცებული კვლევა მისი ნეგატიური ზემოქმედების შესახებ.

 ჭოჭინის გამოყენება სასურველია მას შემდეგ, რაც ბავშვი დამოუკიდებლად, მყარად ჯდომას ისწავლის (სავარაუდო დრო 7-9 თვე). 

როგორ შევარჩიოთ უსაფრთხო ჭოჭინა?

პარამეტრები:
  • ჭოჭინების უმეტესობა განკუთვნილია ბავშვების იმ კატეგორიისთვის, რომელთა წონა 13-15 კგ-ს, სიმაღლე კი 80 სმ-ს არ აღემატება.
  • თუ თქვენი პატარას პარამეტრები სცდება მითითებულ ნორმებს, თავი შეიკავეთ ჭოჭინის გამოყენებისგან, რადგან მან შეიძლება წონას ვერ გაუძლოს და ჩასაჯდომი ჩავარდეს, გაიხეს, გადატრიალდეს და სხვა.

 სიმაღლე და ზომა:

  • ჭოჭინის სიმაღლე ბავშვის სიმაღლის შესაბამისად უნდა რეგულირდებოდეს
  • ჭოჭინა უნდა იყოს ისეთი ზომის, რომ ბავშვი მასში არ იყოს ჩამოკიდებული, არ იდგეს თითის წვერებზე (მთლიანად უნდა დგამდეს ტერფს), ან პირიქით, არ ჰქონდეს მოხრილი ფეხები პატარა სივრცის გამო

 ბორბლები:

  • ადვილად უნდა ტრიალებდეს ნებისმიერი მიმართულებით
  • უმჯობესია, დამზადებული იყოს სილიკონისგან (არ იწვევს ხმაურს და არ აზიანებს იატაკის საფარს)
  • ოპტიმალური რაოდენობა უნდა იყოს 6 -10 (რაც მეტი ბორბალი აქვს ჭოჭინას, მით უფრო მყარია)

 ჭოჭინის „მაგიდა“:

  • უნდა იყოს მყარი და განიერი, ბავშვის წონამ გადახრისას რომ არ გადასძლიოს და არ გადააყირაოს. (პატარა ხელებით ვერ უნდა წვდებოდეს მაგიდის სიგანეს)
  • ოთხკუთხედი მაგიდები უფრო მყარია და დაცული ვარდნისგან, ვიდრე მრგვალი

შეძენამდე აუცილებლად გაარკვიეთ, რა მასალითაა დამზადებული ჭოჭინა, რა საღებავებითაა შეღებილი მაგიდა და სათამაშოები. დარწმუნდით, რომ ფერი არ გადასდის და ბავშვისთვის სრულიად უსაფრთხოა.

სანამ ბავშვის ჭოჭინაში ჩასმის გადაწყვეტილებას მიიღებთ, უმჯობესია, რჩევა ორთოპედს ჰკითხოთ.

Share on facebook
Facebook
Share on google
Google+
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on print
Print