რა მოვუხერხოთ ახალშობილის თავზე აქერცლილ კანს ე.წ. „ფუფხებს“ – საჭიროა, თუ არა ჩარევა?

ra movuxerxot fufxebs scaled - რა მოვუხერხოთ ახალშობილის თავზე აქერცლილ კანს ე.წ. „ფუფხებს“ - საჭიროა, თუ არა ჩარევა?

ახალშობილს თმაზე ხშირად აქვს აქერცლილი კანი, ე. წ. „ფუფხები“, რაც ცხიმოვანი ჯირკვლების არაკოორდინირებული მუშაობის შედეგია. ეს ხშირი მოვლენაა, რომელიც პირველ თვეებში (ძირითადად პირველი 10 კვირის მანძილზე) ვლინდება და პატარას ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის, არც დისკომფორტს უქმნის. ხშირ შემთხვევაში ეს საკითხი უფრო მშობლებს აწუხებთ, რომლებიც ჯიუტად ცდილობენ, საკუთარი ხელით მოაცილონ პატარას ეს არასასურველი წარმონაქმნები. დედიკოებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ აქერცლილი კანის მოცილება საკუთარი ხელით არ არის სასურველი. არსებობს ალბათობა, რომ პატარას თავზე ფრჩხილებით მიაყენოთ დაზიანება, რამაც შესაძლოა ამ კონკრეტულ ადგილას ანთება გამოიწვიოს.

ისმის კითხვა, როგორ მოვიქცეთ? არსებობს ორი გამოსავალი:

  • დავატენიანოთ თავის კანი – პატარას დაბანილ და გამშრალებულ თმაზე წაუსვით საბავშვო ზეთი, შემდეგ კი დააფარეთ ნაჭრის ქუდი. ზეთი დაარბილებს ფუფხებს, საბავშვო სავარცხლით დავარცხნის დროს კი ის ადვილად მოშორდება თავის კანს;
  • არ მივაქციოთ ყურადღება – თუ დაიცდით და არაფერს მოიმოქმედებთ, დაახლოებით, 1 წლის ასაკისთვის პატარას ფუფხები თავისთავად გაუქრება.
Share on facebook
Facebook
Share on google
Google+
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on print
Print