რა სიმპტომები ახასიათებს კბილების ამოჭრას და როგორ დავეხმაროთ პატარას?

ra simpotmebi axasiatebs kbilebis amosvlas 1 - რა სიმპტომები ახასიათებს კბილების ამოჭრას და როგორ დავეხმაროთ პატარას?

კბილების ამოსვლის დრო და თარიღი ინდივიდუალურია. თუმცა, პირველი კბილი, როგორც წესი, 4-6 თვის ასაკში იჩენს ხოლმე თავს. შესაძლოა, პატარას კიჭი სრულიად უმტკივნეულოდ ამოუვიდეს, თუმცა ძირითად შემთხვევებში ამ პროცესს თან ახლავს დისკომფორტი. თუ თქვენს პატარას ღრძილები წითელი და შესიებული აქვს, მოუსვენრადაა და ჭირვეულობს, ეს ნიშნავს, რომ პროცესი დაიწყო.

კბილების ამოსვლის დროს:

  • პატარას ხელები მუდმივად პირისკენ მიაქვს და ცდილობს, „დაღეჭოს“;
  • მომატებული აქვს ნერწყვდენა;
  • ჭირვეულობს, უჭირს დაძინება, ცუდ ხასიათზეა;
  • კარგავს მადას და აღარ ჭამს მისთვის საყვარელ საკვებსაც კი;
  • შესაძლოა, გამოვლინდეს ტემპერატურის მატება;
  • ზოგიერთ შემთხვევაში ხდება კუჭის მოქმედების არევა (დიარეა ან შეკრულობა);

მდგომარეობის შესამსუბუქებლად შეგიძლიათ, პატარას მისცეთ სპეციალური რეზინის საღეჭი საგანი, რომელსაც გამოყენებმადე ნახევარი საათით ადრე მაცივარში გააცივებთ. ასევე, არსებობს შესაბამისი გელები, რაც პატარას კბილების ამოსვლის პროცესს გაუმარტივებს. გელი აუცილებლად უნდა შეარჩიოთ პედიატრის კონსულტაციით.

Share on facebook
Facebook
Share on google
Google+
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on print
Print