რა უნდა მიირთვას ორსულმა ნაყოფის ნერვული სისტემისა და გონებრივი განვითარებისთვის – სასარგებლო და მავნებელი პროდუქტების ჩამონათვალი

ra unda miirtvas orsulma - რა უნდა მიირთვას ორსულმა ნაყოფის ნერვული სისტემისა და გონებრივი განვითარებისთვის - სასარგებლო და მავნებელი პროდუქტების ჩამონათვალი

ორსულობის დროს, ნაყოფის სრულყოფილი ზრდა-განვითარებისა და მშობიარობის გართულებების გარეშე წარმართვისათვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა, რაციონალური კვებაა. მნიშვნელოვანია დედამ მენიუში ჯანსაღი და სასარგებლო ინგრედიენტები შეიტანოს.  ორსული ქალის დღიური რაციონის 2/3  მცენარეული წარმოშობის პროდუქტებმა უნდა შეადგინოს,  წვნიანი საკვები კი ორსულისთვის აუცილებელი პირობაა.

ალბათ დაინტერესდებით,  რა უნდა მიირთვას ქალმა ნაყოფის ნერვული სისტემისა და გონებრივი განვითარებისთვის და რა მიაყენებს მას ზიანს.

აუცილებელი პროდუქტების ჩამონათავლი ასე გამოიყურება:

უცხიმო წითელი ხორცი – ცხოველური ცხიმის ძირითადი წყარო
თევზი – შეიცავს ვიტამინ D–ს, A–ს, ფოსფორს, ცილას, მდიდარია ცხიმოვანი მჟავით
მუქი მწვანე ბოსტნეული – ბროკოლი, ავოკადო, სალათის ფოთოლი და მწვანე ბულგარული

რძის პროდუქტები: ყველი,ხაჭო,მაწონი, არაჟანი (შეიცავს კალციუმს), რომელიც მონაწილეობს ნაყოფის ძვლოვანი სისტემის ჩამოყალიბებაში.

კვერცხის გული
ნიგოზი
პარკოსნები – ლობიო, ოსპი, ბარდა, მუხუდო
მარცვლეული – ხორბალი, ჭვავი, შვრია ბრინჯი

ორსულისთვის საზინოა:
სპირტიანი სასმელი
ცხარე, კონსერვირებული პროდუქტები
შებოლილი ან ზედმეტად ცხიმიანი საკვები
ე.წ. „ფასთ ფუდი“

სასურველია ორსულმა თავი შეიკავოს გვიანი კვებისგან, რაც მოუსვენრობას და უძილობას იწვევს. ის, რომ ორსულმა ორმაგად უნდა იკვებოს – მითია.

 

Share on facebook
Facebook
Share on google
Google+
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on print
Print