ბავშვის განვითარების პირველი შემოწმება ერთი თვის ასაკში ხდება. შემოწმებას ატარებს პედიატრი, რომელიც მოიცავს შემდგომ პროცედურებს:
- საერთო შეფასება – ექიმი დედას ესაუბრება ბავშვის საერთო მდგომარეობაზე, ამოწმებს მხედველობას და კომუნიკაციურ უნარებს;
- კიდურებისა და კუნთების ტონუსი – ექიმი ამოწმებს კუნთების ტონუსს და აკვირდება როგორ ამოძრავებს პატარა ხელ – ფეხს;
- თავის გარშემოწერილობა – ზომავენ იმის დასადგენად, ნორმალურად ეზრდება თუ არა პატარას თავი;
- თავის კონტროლი – ექიმი ჰაერში იჭერს პატარას, ამოწმებს ბავშვს სხეულის გასწვრივ უჭირავს თავი თუ არა. შემდგომ ჯდომის პოზას მიაღებინებს და ასე აკვირდება;
- ჩაჭიდების რეფლექსი – ახალშობილს უკვე შეუძლია, ხელში ჩადებულ თითს მოეჭიდოს, თანაც მაგრად, თუმცა, თანდაყოლილი რეფლექსები თანდათან ქრება;
- გულისცემა – ექიმი სტეტოსკოპით უსმენს გულის ცემას. წლამდე ასაკში წუთში 120 დარტყმა ნორმაა;
- შინაგანი ორგანოები – ექიმი ხელით უსინჯავს მუცელს დარწმუნდება, რომ ღვიძლი, კუჭი და ელენთა ნორმალურად იზრდება;
- მენჯ – ბარძაყის სახსრის შემოწმება – ექიმი პატარას ფეხებს უმოძრავებს და ამოწმებს სახსრების მდგომარეობას;
- აწონვა – სასურველია, პატარა აიწონოს კლინიკაში ყოველი მიყვანისას;
- წონის ნორმალური მატება ბავშვის სიჯანსაღის მაჩვენებელია, ბავშვის წონა აღინიშნება ანკეტაში, რომელიც მნიშვნელოვანი ინფორმაციაა პატარას მომავალი მატების დასადგენად.