როგორ შევარჩიოთ და რა ასაკიდან გამოვიყენოთ კენგურუ?

rogor shevarchiot kenguru scaled - როგორ შევარჩიოთ და რა ასაკიდან გამოვიყენოთ კენგურუ?

კენგურუ კომფორტული საშუალებაა პატარას სატარებლად. თუმცა, არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც მშობელმა მისი შერჩევისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს:

  • კენგურუს სამხრეები უნდა იყოს ფართე და რბილი, ქსოვილი კი – გამძლე;
  • უნდა ჰქონდეს ფეხების ფართე გასაყრელი რბილი კიდეებით, რომ პატარას თეძოებზე არ მოუჭიროს და კანი არ გაუღიზიანოს;
  • განსაკუთრებით მტკიცე უნდა იყოს ბალთები და შესაკრავები, რომ ბავშვის წონას გაუძლოს;
  • მარტივად უნდა ირეცხებოდეს ხელითაც და სარეცხ მანქანაშიც;
  • აუცილებელია, კენგურუ იყოს ჰაერგამტარი;
  • უმჯობესია, თუ კენგურუს ექნება თავისა და კისრის დამცავი ბალიშები, დაძინების შემთხვევაში პატარამ თავი რომ კომფორტულად დადოს;
  • უპიტარესობა მიანიჭეთ ისეთ მოდელს, რომელშიც ბავშვი შეგიძლიათ ჩასვათ, როგორც ზურგით, ასევე სახით თქვენსკენ.

თეორიულად, კენგურუში ახალშობილის ჩასმაც შესაძლებელია, მაგრამ უმჯობესია ეს ნივთი მას შემდეგ გამოიყენოთ, რაც ბავშვი შეძლებს თავის დაჭერას, სარეკომენდაციო ასაკი 4-5 თვეა.

კენგურუს გამოყენება არ არის რეკომენდებული, თუ პატარას მენჯ-ბარძაყის პრობლემები აქვს.

სანამ ბავშვის კენგურუში ჩასმას გადაწყვტთ, კონსულტაცია გაიარეთ პედიატრთან ან ორთოპედთან.

Share on facebook
Facebook
Share on google
Google+
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on print
Print