ზაფხული და კონდიციონერი ერთმანეთისგან განუყოფელია, როცა სახლში პატარა გყავთ, საქმე არც ისე მარტივადაა. რა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ბავშვს კონდენციონერისგან ზიანი არ მიადგეს ?
- ხშირად დედები ერიდებიან კონდიციონერის გამოყენებას, თუმცა მაღალი ტემპერატურის პირობებში, უმჯობესია, მისი გამოყენება, რათა დაიცვათ ბავშვი დასიცხვისგან. ამიტომ ჯობს, ბავშვი კონდიციონერს ადრეული ასაკიდან შეაჩვიოთ;
- გაითვალისწინეთ, კონდიციონერიდან მომავალი ჰაერის ნაკადი ბავშვისკენ, ან ბავშვის საწოლისკენ არ უნდა იყოს მიმართული;
- სწორად შეარჩიეთ ტემპერატურა, ოთახში სასურველია გრილოდეს, თუმცა, არ უნდა ციოდეს;
- კონდიციონერი აშრობს ოთახში არსებულ ჰაერს, ამიტომ სასურველია, ტენიანობა აკონტროლოთ სპეციალური საზომით;
- მეტი ჟანგბადისთვის ოთახი ხშირად გაანიავეთ;
- დროულად გაწმინდეთ კონდიციონერის ფილტრი, რათა არ მოხდეს მასში ბაქტერიების გამრავლება.