ბოსტნეულის სუპ – პიურე ხბოს ხორცით (7 – 8 თვიდან)

სუპ პიურე ხბოს ხორცით bostneulis sup piure xbos xorcit - ბოსტნეულის სუპ - პიურე ხბოს ხორცით (7 - 8 თვიდან)

ინგრედიენტები:

ხბოს ხორცი – 50 გრ.

სტაფილო – 30 გრ.

კარტოფილი – 70 გრ.

ბროკოლი – 50 გრ.

ოხრახუში – 5 – 10 გრ.

ხახვი – 20 გრ.

მცენარეული ცხიმი (ზეითუნის ზეთი) – 1 ჩ.კ

მომზადების წესი:

. ხბოს ხორცის რბილი ნაწილები გავრეცხოთ, დავჭრათ პატარა ნაჭრებად, ჩავყაროთ ჭურჭელში, დავასხათ წყალი და წამოვადუღოთ ქაფის წარმოქმნამდე. ამოვიღოთ ნახარშიდან და გავრეცხოთ გამდინარე წყალში

. ცალკე ჭურჭელში მოვათავსოთ გასუფთავებული და კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი, გულგამოცლილი სტაფილო, ბროკოლი და ხახვი, დავუმატოთ ხბოს ხორცი, დავასხათ წყალი ისე, რომ კარგად დაიფაროს პროდუქტი და მოვხარშოთ.

. მოხარშვის შემდეგ დავუმატოთ ოხრახუში და ვადუღოთ 2 – 3 წუთი. მომზადების შემდგომ ამოვიღოთ ბოსტნეული და ხორცი, დავასხათ ნახარში და კარგად დავაბლენდეროთ

. შეგრილებულ სუპ – პიურეს დავუმატოთ ზეითუნის ზეთი

. მომზადებული კერძი შეგვიძლია შევინახოთ მაცივარში არაუმეტეს 24 საათისა

გემრიელად მიირთვით!

Share on facebook
Facebook
Share on google
Google+
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on print
Print