ინგრედიენტები:
ხბოს ხორცი – 50 გრ
სტაფილო – 30 გრ
კარტოფილი – 70 გრ
ბროკოლი – 50 გრ
ოხრახუში – 5-10 გრ
ხახვი – 20 გრ
ზეითუნის ზეთი – 1 ჩ/კ
მომზადების წესი:
. ხბოს ხორცის რბილი ნაწილები გავრეცხოთ, დავჭრათ პატარა ნაჭრებად, ჩავყაროთ ჭურჭელში, დავასხათ წყალი და წამოვადუღოთ ქაფის წარმოქმნამდე. შემდეგ ამოვიღოთ ნახარშიდან და გამდინარე წყალში გავრეცხოთ
. ცალკე ჭურჭელში მოვათავსოთ გასუფთავებული და კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი, გულგამოცლილი სტაფილო, ბროკოლი და ხახვი. დავუმატოთ ხბოს ხორცი და დავასხათ წყალი ისე, რომ კარგად დაიფაროს და მოვხარშოთ. მოხარშვის შემდეგ დავუმატოთ ოხრახუში და ვადუღოთ 2-3 წუთი
. მომზადების შემდეგ ამოვიღოთ ბოსტნეული და ხორცი, დავასხათ ნახარშის სასურველი რაოდენობა და დავაბლენდეროთ, ან დავჭყლიტოთ
. მომზადებულ სუპ – პიურეს დავუმატოთ ზეითუნის ზეთი და სურვილისამებრ მწიკვი მარილი. შეგრილების შემდგომ კერძი შეგვიძლია შევინახოთ მაცივარში არაუმეტეს 24 საათისა