ბოსტნეულის სუპი (1.5 წლიდან)

ბოსტნეულის სუპი bostneulis supi

ინგრედიენტები:

კარტოფილი – 70 გრ

ყვავილოვანი კომბოსტო – 25 გრ

მწვანე ლობიო – 25 გრ

მწვანე ბარდა – 20 გრ

ხახვი – 25 გრ

ნაღების კარაქი – 5 გრ

რძე – 50 მლ

მომზადების წესი:

.  ბოსტნეული კარგად გარეცხეთ, გაასუფთავეთ და დაჭერით პატარა ნაჭრებად

.  ქვაბში ჩაასხით წყალი, ჩაყარეთ დაჭრილი ბოსტნეული, მთლიანი ხახვი და მწვანილი და ხარშეთ მომზადებამდე, დაახლოებით 20 – 25 წთ

.  მოხარშვის შემდგომ ხახვი და მწვანილი ამოიღეთ და დარჩენილი ბოსტნეული დაჭყლიტეთ, ან დააბლენდერეთ

.  აადუღეთ 50 მლ რძე და შეურიეთ მომზადებულ ბოსტნეულს

.  სუპი წამოადუღეთ, დაუმატეთ მწიკვი მარილი და ნაღების კარაქი

გემრიელი სადილი მზადაა!

Share on facebook
Facebook
Share on google
Google+
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on print
Print