ინგრედიენტები:
200 გრ. ბრიუსელის კომბოსტო
300 გრ. კარტოფილი
100 გრ. სტაფილო
100 გრ. ხახვი
10 გრ. ოხრახუში
10 გრ. კამა
10 მლ. ზეითუნის ზეთი
მომზადების წესი:
. კარტოფილი გაასუფთავეთ, დაჭერით პატარა ნაჭრებად და ჩაყარეთ მდუღარე წყალში
. გაასუფთავეთ ხახვი და სტაფილო. ხახვი დაჭერით წვრილად, სტაფილო – გახეხეთ . როდესაც კარტოფილი მზად იქნება, დაუმატეთ ბოსტნეული და 200 გრ. ბრიუსელის კობოსტო
. წამოდუღების შემდეგ ხარშეთ კიდევ 5 წუთი. ბოლოს დაუმატეთ მწვანილი, ზეითუნის ზეთი და მწიკვი მარილი
. მზა სუპი გააჩერეთ თავდახურული 30 წუთის განმავლობაში
. სურვილისამებრ შეგიძლიათ სუპის დაბლენდერებაც.
გემრიელად მიირთვით!