ინგრედიენტები:
ხბოს ხორცი – 30 გრ
სტაფილო – 30 გრ
კარტოფილი – 70 გრ
ბროკოლი – 70 გრ
ზეითუნის ზეთი – 5 მლ
მომზადების წესი:
. ხორცი გარეცხეთ და მოათავსეთ წყლიან ქვაბში, როგორც კი წყალი წამოდუღდება ამოიღეთ ხორცი, გადაიტანეთ სუფთა, ადუღებულ წყალში და მოხარშეთ
. სასურველია ორთქლზე მოთუშოთ ბროკოლი, ან მოხარშოთ კარტოფილთან და სტაფილოსთან ერთად ცალკე ჭურჭელში
. მოხარშული ბოსტნეული და ხორცი ერთად დააბლენდერეთ, დაუმატეთ ზეითუნის ზეთი და მწიკვი მარილი
გემრიელი სადილი მზადაა!