ინგრედიენტები:
130 გრ. საქონლის ან ხბოს ღვიძლი
1ც. კარტოფილი
1ც. სტაფილო
80 გრ. წიწიბურა
1ც. ხახვი
1 კბილი ნიორი
1-2 ღერი ქინძი
1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი
მომზადების წესი:
. კარგად გარეცხეთ ღვიძლი, მოაცილეთ აპკი და სადინარები, დაჭერით პატარა ნაჭრებად და მოხარშეთ (სასურველია პირველი ნახარშის გადაღვრა).
. ცალკე ქვაბში მოათავსეთ გასუფთავებული და კუბებად დაჭრილი კარტოფილი და სტაფილო, ასევე მთლიანი ხახვი, 1 კბილი ნიორი და 2 ღერი ქინძი. ბოსტნეული ნახევრად რომ მოიხარშება, დაუმატეთ წიწიბურა.
. მოხარშვის შემდეგ ამოიღეთ ხახვი, ნიორი და მწვანილი, დანარჩენი მასა ღვიძლთან ერთად კარგად დააბლენდერეთ და დაუმატეთ ზეითუნის ზეთი.
. თუ კერძი სქელი გამოვიდა გაათხელეთ ადაპტირებული ნარევით, ან ანადუღარი წყლით.
. სურვილისამებრ დაუმატეთ მწიკვი მარილი.
გემრიელად მიირთვით!