ინგრედიენტები:
ქათმის ფილე – 100 გრ.
ისპანახი – 100 გრ.
სტაფილო – 1 ც.
კარტოფილი – 1 ც.
ზეითუნის ზეთი – 1 ჩ/კ.
მომზადების წესი:
. გარეცხეთ ქათმის ფილე და მოხარშეთ (სასურველია პირველი ნახარშის გადაღვრა)
. ცალკე ქვაბში მოათავსეთ გასუფთავებული და კუბებად დაჭრილი კარტოფილი და სტაფილო. ადუღებიდან 15 წუთის შემდეგ დაამატეთ ისპანახი
. მოხარშვის შემდეგ ბოსტნეული და ქათმის ფილე აქციეთ ერთგვაროვან მასად. პიურე შეგიძლიათ, გაათხელოთ ბოსტნეულის ნახარშით, ან ადაპტირებული რძით
. სურვილისამებრ დაუმატეთ მწიკვი მარილი და ზეითუნის ზეთი
გემრიელად მიირთვით!