ხბოს ხორცი ბულგარულით და სტაფილოთი (8 თვიდან)

ხორცი ბულგარულით და სტაფილოთი xbos xorcis piure bulgarulit da stafiloti - ხბოს ხორცი ბულგარულით და სტაფილოთი (8 თვიდან)

ინგრედიენტები:

ხბოს ხორცი – 100 გრ.

სტაფილო – ½ ც.

წითელი ბულგარული – ¼ ც.

ბრინჯი – 2 ს.კ

ხახვი – ½ თავი

ნიორი – 1 კბილი

ზეითუნის ზეთი – 1 ჩ.კ

მომზადების წესი:

. მყესებისგან და ცხიმებისგან გასუფთავებული ხბოს ხორცის რბილი ნაწილები გავრეცხოთ, დავჭრათ პატარა ნაჭრებად, ჩავყაროთ ჭურჭელში, დავასხათ წყალი და ვადუღოთ 1 საათი

. ცალკე ჭურჭელში ჩავყაროთ გარეცხილი ბრინჯი, გულგამოცლილი და კუბიკებად დაჭრილი სტაფილო, დაუჭრელი ბულგარული, ხახვი და ნიორი, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ

. მოხარშვის შემდეგ გადმოვდგათ გაზქურიდან, ამოვიღოთ: ბულგარული, ხახვი და ნიორი და გადავყაროთ. ბრინჯს და სტაფილოს დავუმატოთ მოხარშული ხბოს ხორცის ნაჭრები, მწიკვი მარილი და დავაბლენდეროთ. ბოლოს შევურიოთ ზეითუნის ზეთი

. მზა კერძი შეგვიძლია შევინახოთ მაცივარში არაუმეტეს 24 საათისა

გემრიელად მიირთვით!

Share on facebook
Facebook
Share on google
Google+
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on print
Print