ლობიოს წვნიანი პრასით (2 წლიდან)

წვნიანი პრასით lobios recefti prasit - ლობიოს წვნიანი პრასით (2 წლიდან)

ინგრედიენტები:

500 გრ. პრასი

300 გრ. კარტოფილი

250 გრ. ლობიო

30 მლ. ზეითუნის ზეთი

30 მლ. ნაღები (10 % – იანი)

მომზადების წესი:

. ქვაბში გააცხელეთ ზეითუნის ზეთი. პრასის თეთრი ნაწილი დაჭერით თხელ რგოლებად. მოთუშეთ 5 წუთის განმავლობაში საშუალო ცეცხლზე. კარტოფილი გაასუფთავეთ და დაჭერით საშუაო ზომის კუბიკებად. დაჭრილი კარტოფილი დაუმატეთ მოშუშულ პრასს და კიდევ 5 წუთით გააჩერეთ ცეცხლზე

. წინასწარ მოხარშული ლობიოს მარცვლები დაუმატეთ მოშუშულ ბოსტნეულს. დაასხით ცოტა წყალი, დაახურეთ თავსახური და მიიყვანეთ ადუღებამდე. დაუწიეთ ცეცხლს და ადუღეთ კარტოფილის მოხარშვამდე. მომზადებული წვნიანი დაჭყლიტეთ, ან დააბლენდერეთ, შემდეგ დაუმატეთ ნაღები და ისევ წამოადუღეთ. სურვილისამებრ დაუმატეთ მწვანილი.

გემრიელად მიირთვით!

Share on facebook
Facebook
Share on google
Google+
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on print
Print