ბავშვისთვის კბილის ამოსვლა მტკივნეული პროცესია. ღრძილების მასაჟორი გარკვეულ შვებას ჰგვრის მათ, მაგრამ არა ყოველთვის. საბავშვო ორცხობილა ძალიან კარგი დამხმარეა ამ შემთხვევაში. თქვენი პატარებისთვის ვინი გთავაზობთ ორცხობილის მარტივ და სასარგებლო რეცეპტს:
ინგრედიენტები:
ბანანი (მწიფე) – 1 ც
საბავშვო შვრიის (ან ბრინჯის) ფანტელი – 150 – 185 გრ
ფქვილი (ხორბლის ან შვრიის) – 100 – 125 გრ
ზეითუნის ზეთი – 2 ს/კ
მომზადების წესი:
. ბანანი დააბლენდერეთ და შეურიეთ 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
. ცალკე აურიეთ ერთმანეთში შვრიის ფანტელი და ფქვილი და დაუმატეთ ბანანის მასას
. მიღებული ცომისებური მასა ზილეთ მანამ სანამ ხელზე მიკვრას არ დაიწყებს (საჭიროების შემთხვევაში დაუმატეთ წყალი ან ფქვილი)
. გააბრტყელეთ ცომი დაახლოებით 0.5 სმ სისქეზე და ამოჭერით ფორმები. ბავშვისთვის ხელში დასაჭერად ყველაზე მოხერხებული ფორმაა მოგრძო დაახლოებით 2 x 5 სმ – ის ზომის ნაჭრები, კუთხეები ოდნავ მოამრგვალეთ (შეგიძლიათ სხვადასხვა ცხოველის ფორმებიც გამოჭრათ)
. დაალაგეთ ნაჭრები ფირფიტაზე (ცხიმის გარეშე) და აცხვეთ დაახლოებით 10 – 15 წუთი 190 – 200 გრადუს ტემპერატურაზე
. ორცხობილა კარგად გააცივეთ და შეინახეთ ჰერმეტულად თავდახურულ ჭურჭელში
გემრიელად მიირთვით!