ეს პიურე მდიდარია უჯრედისით, A და B ჯგუფის ვიტამინებით, მინერალებით და ფოლიუმის მჟავით. ძალიან კარგია ანემიის პროფილაქტიკისთვის, აუმჯობესებს პერისტალტიკას და საკვების მონელებას.
ინგრედიენტები:
კარტოფილი – 40 გრ
ყაბაყი – 40 გრ
ისპანახი – 40 გრ
ოხრახუში – 10 გრ
მწვანე ხახვი – 10 გრ
ზეითუნის ზეთი – 1 ჩ/კ
მომზადების წესი:
. ბოსტნეული გავასუფთაოთ, გავრეცხოთ და დავჭრათ შედარებით მცირე ზომის ნაჭრებად
. კარტოფილი მოვათავსოთ ჭურჭელში და დავასხათ ადუღებული წყალი, ისე რომ მთლიანად დაიფაროს. დავახუროთ თავსახური და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. მოგვიანებით დავამატოთ ყაბაყი, ისპანახი, ხახვი და ოხრახუში. ვადუღოთ 10 წუთი
. მოხარშული ბოსტნეული კარგად დავაბლენდეროთ, ან დავჭყლიტოთ
. მზა პიურეს დავამატოთ 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი და სურვილისამებრ მწიკვი მარილი
გემრიელად მიირთვით!