ქათმის ფილე ბოსტნეულით (8 თვიდან)

ქათმის ფილე ბოსტნეულით (8 თვიდან) qatmis file bostneulit

ინგრედიენტები:

ქათმის ფილე – 50 გრ

კარტოფილი – 60 გრ

ყვავილოვანი კომბოსტო – 60 გრ

ბროკოლი – 60 გრ

კამა – 10 გრ

ზეითუნის ზეთი – 10 მლ

 

მომზადების წესი:

.  მოხარშული ქათმის ფილე ჩააწყვეთ ადუღებულ წყალში. ქვაბშივე დაამატეთ გარეცხილი და წვრილად დაჭრილი ბოსტნეული. ქვაბს დაახურეთ თავსახური და დატოვეთ დაბალ ცეცხლზე ბოსტნეულის მოხარშვამდე

.  ქათმის ფილე ამოიღეთ ბულიონიდან და დააბლენდერეთ. მოხარშული ბოსტნეული კი კარგად დაჭყლიტეთ და აურიეთ ქათმის პიურეს

.  სურვილისამებრ დაამატეთ ცოტაოდენი ბულიონი, ზეითუნის ზეთი, მწიკვი მარილი და კარგად აურიეთ

გემრიელი სადილი მზადაა!

Share on facebook
Facebook
Share on google
Google+
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on print
Print