ინგრედიენტები:
კარტოფილი – 300 გრ
სტაფილო – 100 გრ
ყაბაყი – 200 გრ
კამა და ოხრახუში – 20 გრ
მომზადების წესი:
. ბოსტნეული გარეცხეთ და გათალეთ. სტაფილოს გამოაცალეთ გული. კარტოფილი დაჭერით კუბიკებად, სტაფილო და ყაბაყი კი მსხვილ სახეხზე გახეხეთ ან დაჭერით მოგრძო ფორმის ნაჭრებად
. ბოსტნეული მოათავსეთ მდუღარე წყალში. მოხარშვამდე 5 წუთით ადრე დაუმატეთ მთლიანი მწვანილი
. მოხარშვის შემდგომ ამოიღეთ მწვანილი, დაამატეთ მწიკვი მარილი და ½ ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი
გემრიელად მიირთვით!