რიზოტო ქათმის ხორცით (9 – 10 თვიდან)

რიზოტო ქათმის ხორცით rizoto qatmis xorcit

ინგრედიენტები:

ბრინჯი – 100 გრ

ბროკოლი – 50 გრ

ისპანახი – 30 გრ

ხახვი – 20 გრ

ქათმის ხორცი – 200 გრ

მწვანე ხახვი – 30 გრ

მწვანე ბარდა – 50 გრ

ზეითუნის ზეთი – 5 მლ

 

მომზადების წესი:

.  ქათმის ხორცს (შეგიძლიათ გამოიყენოთ ინდაურის ან ხბოს ხორციც) დაასხით წყალი ისე, რომ დაიფაროს და მოხარშეთ

.  ცალკე მოხარშეთ ბრინჯი, გადაუწურეთ ნახარში და დაუმატეთ მცირე რაოდენობით ზეითუნის ზეთი

.  ოდნავ მარილიან წყალში მოხარშეთ: ბროკოლი, მწვანე ბარდა, ისპანახი და მწვანე ხახვი

.  წვრილად დაჭრილი ხახვი და 1 კბილი ნიორი მოშუშეთ ზეითუნის ზეთში შევარდისფერებამდე. დაუმატეთ მოხარშული, წვრილად დაკეპილი ქათმის ხორცი და გააგრძელეთ მოშუშვა ნელ ცეცხლზე 2-3 წუთი

.  დაბლენდერებულ, ან დაჭყლეტილ ბოსტნეულს შეურიეთ ბრინჯი და მოშუშული ხორცი

გემრიელი სადილი მზადაა!

Share on facebook
Facebook
Share on google
Google+
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on print
Print